კომპანია Amazon-მა ახალი პლანშეტი Fire HD 10 წარმოადგინა, რომელიც 2015 წლის მოდელის განახლებულ ვერსიას წარმოადგენს.
სიახლეს 10,1 დიუიმიანი ფართოეკრანიანი FullHD დისპლეი, 4 ბირთვიანი პროცესორი, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება აქვს და მის წინამორბედზე 30%-ით სწრაფად მუშაობს.
Fire HD 10-ს Alexa hands-free მხარდაჭერა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ხელის დაუკარებლად, ხმოვანი ბრძანებით შეძლებთ სხვადასხვა აპლიკაციით სარგებლობას, შეტყობინებების კითხვას, მუსიკის მოსმენას და ა.შ.
რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, პლანშეტის შიდა მეხსიერება 32 გიგაბაიტს წარმოადგენს, ხოლო microSD ბარათის საშუალებით მისი გაზრდა 256 გიგაბაიტამდე არის შესაძლებელი. მოწყობილობა ანდროიდის ბაზაზე მუშაობს და 500 გრამს იწონის. ავტონომიურ რეჟიმში კი მას 10 საათი მუშაობა შეუძლია.
