LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amazon-მა ხმოვანი დამხმარე „გააჩუმა“

85

Amazon-მა ხმოვანი დამხმარე Alexa „მოკლე რეჟიმით“ აღჭურვა, რომლის თანახმადაც, ასისტენტის მოკლე პასუხები, მაგალითად „კარგით“, „გმადლობთ“, მოკლე ხმოვანი სიგნალით შეიცვალა.

ამ დროისთვის, რეჟიმი ტესტირების სტადიაშია და ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.

სიახლე სპეციალურად მათთვის არის განკუთვნილი, ვინც Alexa-ს „ზედმეტად მოლაპარაკედ“ მიიჩნევს. გასულ თვეს, მომხმარებლებმა უკმაყოფილება მისი მოულოდნელი სიცილის გამოც გამოთქვეს.  ეს ინფორმაცია Amazon-მაც დაადასტურა და პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრის პირობა დადო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები