კომპანია Amazon განაგრძობს Kindle-ების სერიის დახვეწას. ამჟამად მის ხაზში კიდევ ერთი საინტერესო მოდელი – Oasis გამოჩნდა.
მისი მთავარი უპირატესობა დიზაინია. გაჯეტს 6 დიუიმიანი ეკრანი აქვს და კომპლექტში მას მაგნიტიანი შალითა მოჰყვება. ბატარეის წყალობით კი ის 20 თვიან ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს.
მისი კორპუსის სისქე 3,4 მილიმეტრია. Oasis 290 დოლარი ღირს და მისი გაყიდვები 27 აპრილს დაიწყება.