LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple „ჭკვიან“ ბეჭედზე მუშაობს

86

სექტემბრის ბოლოს Apple-მა „ჭკვიანი“ ბეჭედი დააპატენტა. სიახლის შექმნა კომპანიის წარმომადგენლებმა მათი მომხმარებლებისთვის უფრო მეტი კომფორტით ახსნეს – მათი თქმით Apple-ის მომხმარებელს უფრო ეფექტური მოქმედება სჭირდება.

სიახლეს თაჩ-ეკრანი ექნება, რომელზეც ტექსტური შეტყობინებები გამოვა. მოწყობილობას სპეციალური ქვე-განაყოფი Taptic Engine ექნება, რომელიც ნოტიფიკაციებისთვის იქნება განკუთვნილი, ასევე ექნება სპეციალური მიკროფონი ხმოვანი შეტყობინებებისთვის, ჟესტების გარჩევადობის სისტემა და G-სენსორის საშუალებით სიმბოლოს დაწერის ფუნქცია.

ამ დროისთვის უცნობია, როდის შეიქმნება სიახლის პირველი ეგზემპლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები