როგორც The Wall Street Journal იუწყება, თავისი პირველი ელექტრომობილის გამოშვებას კომპანია Apple 2019 წლისთვის გეგმავს. პროექტის სახელია Titan, მისი რეალიზებისთვის ხელმძღვანელობამ შტატი 600-დან 1800-ადამიანამდე გაზარდა. კომპანია არ გეგმავს მთლიანად ავტონომიური ელექტრო მანქანის გამოშვებას, თუმცა Apple-მა უკვე დაიქირავა უპილოტო ავტომობილების რამდენიმე ექსპერტი.
კომპანიამ ერთი წლის წინ უკვე წარმოადგინა სისტემა CarPlay, მანქანის კომპიუტერსა და iPhone-ის ინტეგრაციისთვის, WSJ-ის ინფორმაციით Apple-ის პირველი ელექტრომობილი მინივენის ტიპის იქნება.