LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-მა ახალი სმარტფონი წარმოადგინა

116

კალიფორნიაში სეზონის მთავარი IT-პრემიერა შედგა: Apple-მა სმარტფონი iPhone SE წარმოადგინა.

სიახლე ვიზუალურად iPhone 5s-ს ჰგავს, რომელიც 2013 წელს გამოვიდა. კითხვაზე, თუ  რატომ გადაწყვიტა კომპანიამ წინა მოდელის „გამეორება“, Apple-ში განმარტეს, რომ მომხმარებელი უპირატესობას პატარ დისპლეის მქონე სმარტფონებს ანიჭებს.

სიახლე რამდენიმე ფერშია ხელმისაწვდომი – ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი და ვარდისფერი.

რაც შეეხება მონაცემებს, iPhone SE-ს 4 დიუიმიანი ეკრანი, 4K ხარისხის ვიდეოს გადაღების ფუნქცია და Touch ID მხარდაჭერა აქვს.

690x762_0xc0a83925_16790679991458611521

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები