კომპანია Apple თავისი MacВook-ის ახალი ვერსია დააპატენტა. საუბარია გაჯეტზე, რომელსაც არა ფიზიკური, არამედ სენსორული კლავიატურა ექნება.
როგორც განაცხადშია ნათქვამი, კლავიატურა სამ სექციად იქნება დაყოფილი. იდეის ავტორების თქმით, ის რეაგირებას დაჭერის ძალასა და განათებაზე მოახდენს.
ამ დროისთვის უცნობია, როდის დაიწყება ან საერთოდ, დაიწყება თუ არა აღნიშნული სიახლეზე მუშაობა, რადგან, როგორც ცნობილია, Apple-ის ბევრი საპატენტო განაცხადი არ რეალიზებულა.
