ამერიკულმა კომპანია Apple-მა საკეცი სმარტფონი დააპატენტა. განაცხადში ნათქვამია, რომ iPhone ორად მოიკეცება, გაჯეტს ორი პანელი ექნება, რომლებიც ერთ OLED-დისპლეით გაერთიანდება.
აპარატის გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელი იქნება. ხოლო ხმები იმის შესახებ, რომ Apple-ის მომდევნო თაობის მოწყობილობებს OLED-ეკრანი ექნება, დიდი ხანია დადის.
პატენტში ნათქვამია, რომ საკეცი სმარტფონი მომავალი თაობის სრულფასოვანი მოწყობილობა გახდება.
