კორპორაციამ Apple წითელი ფერის iPhone 8 გამოუშვა. სმარტფონის ეს ვერსია საქველმოქმედო კამპანია RED-ის ფარგლებში შეიქმნა, შესაბამისად, გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი შიდსთან ბრძოლის გლობალურ ფონდში გადაირიცხება.
წითელი iPhone 8 და 8 Plus მხოლოდ 64 და 256 გიგაბაიტიან მოცულობით იქნება ხელმისაწვდომი. iPhone X ამ ფერის კორპუსში არ გამოვა.
სმარტფონის გაყიდვები 13 აპრილიდან დაიწყება და 700 დოლარი ეღირება.