კომპანია Apple-მა Mac-ის კომპიუტერებსა და ოპერაციულ სისტემა iOS-ში შესაძლო გართულებებზე საკუთარი კლიენტები გააფრთხილა.
საუბარია პრობლემებზე სახელწოდებით Meltdown და Spectre. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ გადაჭრაზე უკვე აქტიურად მუშაობენ და შესაბამის განახლებებს ქმნიან. თუმცა პროცესში შესაძლოა, აპლიკაციების მუშაობა დროებით შეფერხდეს.