LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მაქვს უფლება, ჩემი ცუდად ყოფნით შვილები და დისშვილები დავაზარალო…“ – ანი გიუნტერი დის გარდაცვალების ტკივილზე

1167
ანი გიუნტერი

ანი გიუნტერი ორწლიანი პაუზის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს დაუბრუნდა. ზაფხული მისთვის უმძიმესი იყო, რადგანაც საყვარელი და დაკარგა… ახლა ტკივილთან შეგუების ეტაპი აქვს და სწავლობს, როგორია ცხოვრება დის გარეშე. ამ თემაზე ის ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება.

ანი გიუნტერი:

სულ სხვაა საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი. არსებობს ტკივილი, რომელიც არასდროს ყუჩდება, უბრალოდ, სწავლობ ცხოვრებას მასთან ერთად. ძალიან კარგად ვიცი, რომ ის ადამიანი ვერასდროს დაბრუნდება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ სანამ ჩემს მეხსიერებაში იქნება, მანამდე მუდამ ჩემ გვერდით იარსებებს.

ჯერ საკმაოდ ღიაა ეს ჭრილობა. ამ ტკივილმა მასწავლა, რომ ყველაზე მთავარია საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა, დანარჩენი ყველაფერი ამაოებაა. არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რაც მატერიალურია.

ახლა და რომ თქვენ გვერდით იყოს, რას ეტყოდით?

გავახარებდი ამ ამბებით და ვეტყოდი, რომ ძალიან მენატრება. ბოდიშს მოვუხდიდი ყველა უყურადღებო ზარისთვის, მესიჯისთვის, თუმცა წარსულზე სინანული ასეთ სათუთ თემებზეც კი არ ღირს.

ძალა რომ მოიკრიბოთ, ფეხზე რომ დადგეთ, საკუთარ თავს როგორ ეხმარებით?

ჩემ გვერდით არიან შვილები, რომელთა მიმართაც, უბრალოდ, არ მაქვს უფლება, სუსტი ვიყო. ყველაფერი, რაც ხდება, გვაძლიერებს. ხანდახან კი ეს დიდი ფასის სანაცვლოდ ხდება. შვილები მაძლიერებენ და ასევე იმის შეძახილი, რომ არ მაქვს უფლება, ჩემი ცუდად ყოფნით ჩემი შვილები და დისშვილები დავაზარალო…

თქვენი დისშვილები ასაკით პატარები არიან?

არა, ერთი 18 წლისაა, მეორე 30 წლის ხდება, მაგრამ ის შშმ პირია და სპეციალური მოვლა სჭირდება. მისთვის დედის დაკარგვა განსაკუთრებულად მძიმე იყო. ჩემი დისშვილების მამა ავარიის შედეგად ლოგინს მიეჯაჭვა. ამ მხრივაც მძიმე სიტუაციაა. ყველას ერთმანეთის და ერთობის იმედი გვაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები