კახეთში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატიურება) და 138-ე (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.
