რომის პაპი ფრანცისკი „ბარსელონას“ ფეხბურთელის ლიონელ მესის ღმერთთან შედარების წინააღმდეგია.
„თეორიულად მესის ღმერთთან შედარება მკრეხელობაა. არ შეიძლება ასეთი რაღაცეების თქმა. მე მაგალითად მართლა არ მჯერა ამის. მაგრამ ხალხს შეუძლია მესი ღმერთს შეადარონ და ამით მისდამი აღტაცება გამოხატონ. აი თაყვანისცემა კი არ ღირს. ტერმინი „ფეხბურთის ღმერთი“ – თვითგამოხატვის საშუალებაა. მესი ძალიან კარგია, მაგრამ ღმერთი არ არის“, – ციტირებს კათოლიკური ეკლესიას თავკაცს La Sexta.
თავად 82 წლის ფრანცისკი არგენტინული „სან ლორენსოს“ ქომაგია.
ახლა ვნახოთ სხვების აზრიც.
ფრანც ბეკენბაუერი:
მესი – ფეხბურთის ღმერთია.
კოკე:
რონალდო ათლეტია, მესი – ღმერთი.
ფრანკ რაიკარდი:
მესი ყველასთვის ღმერთია.
ჯორჯო კიელინი:
მესი – ფეხბურთის ღმერთია.
სამუელ ეტოო:
თუ ფეხბურთში არის ღმერთი, მაშინ მისი სახელია – ლეო მესი.
ვიკტორ ვალდესი:
მესი საუკეთესოა. ჩემთვის ის არის ღმერთი.
