LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Assassin’s Creed: Syndicate უკვე იყიდება

104

სათავგადასავლო ექშენი Assassin’s Creed: Syndicate გაყიდვაში 23 ოქტომბერს ჩაეშვა. როგორც თამაშის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი PS4 და Xbox One-ის ვერსიები უკვე გამოვიდა. მოქმედება ლონდონში, XIX-ე საუკუნეში ვითარდება. მთავარი გმირები, ჯეიკობი და ივი ფრაი სახალხო აჯანყებისთვის ემზადებიან.

Metacritic.com -ის მონაცემების მიხედვით თამაშმა 100-დან 78 ქულა მოიპოვა. უმრავლესობას მოეწონა ის, თუ როგორ წარმოაჩინეს შემქნელებმა ვიქტორიანული ლონდონი. Assassin’s Creed: Syndicate -ის PC ვერსიას 19 ნოემბერს გამოუშვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები