LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიღწევა, რომელსაც 13 წელი ელოდნენ – მაილის ახალი ალბომი Billboard 200-ის სათავეშია

მაილის მე-10 სტუდიური ალბომი – Bass Persuades გამოსვლიდან სადებიუტო კვირაში, ,,ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის” პირველ პოზიციაზე მოექცა.

რელიზის პირველ კვირაში, აშშ-ში, ალბომმა 61,000 ექვივალენტური ერთეული დააგროვა.

ამასთან, Bass Persuades საკულტო ჩარტში მაილის მე-6 ნომერ პირველი ალბომი გახდა კარიერაში.

საგულისხმოა, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში ეს მომღერლისთვის პირველი შემთხვევაა, როცა Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. წინა აღიარება მას წილად 2013 წელს, ალბომით – Bangerz ხვდა.

View this post on Instagram

A post shared by billboard (@billboard)

მუსიკალური კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს გამარჯვება მომღერლის კარიერაში ახალ ეტაპს აღნიშნავს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სტაბილურ გავლენას თანამედროვე პოპ-ინდუსტრიაზე.

View this post on Instagram

A post shared by MILEY (@miley)