LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბი პირველი ქალი რეპერია ისტორიაში, ვისაც ოთხი ბრილიანტის სინგლი აქვს

ქარდი ბი პირველი ქალი რეპერია ისტორიაში, რომლის ოთხმა სინგლმა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის ბრილიანტის სერტიფიკატი მოიპოვა. ეს ისტორიული რეკორდი მას 2020 წლის სიმღერამ – WAP მოუტანა, რომელიც Megan Thee Stallion-თან კოლაბორაციია.

ამ მიღწევით ქარდი ბიმ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია, როგორც მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქალმა რეპერმა.

ცნობისთვის, ქარდი ბიმ პირველი ბრილიანტის სერტიფიკატი Maroon 5-თან დუეტით – Girls Like You მიიღო. შემდეგი იყო I Like It, თანამშრომლობა Bad Bunny-სთან და J Balvin-თან და სოლო ჰიტი – Bodak Yellow.

ბრილიანტის სტატუსი მუსიკალურ ინდუსტრიაში ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ დაწესებული უმაღლესი პრივილეგიაა, რომელიც სინგლსა თუ ალბომს აშშ-ში 10 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვის შედეგად ენიჭება.

ბოლო მონაცემებით, ბრილიანტის სტატუსი მუსიკის ისტორიაში 200-მდე ჩანაწერს აქვს.