LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, ვინ იმღერებენ და მიიღებენ მონაწილეობას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე

Post Malone, რობი უილიამსი, ნიკოლ შერზინგერი და ლაურა პაუზინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე იმღერებენ.

გრანდიოზული შოუ კვირას, 19 ივლისს, ნიუ-ჯერსიში, MetLife Stadium-ზე, ფინალური მატჩის დაწყებამდე 90 წუთით ადრე შედგება. ღონისძიება მიზნად ისახავს უპრეცედენტო, 48-გუნდიანი ჩემპიონატის 39-დღიანი მოგზაურობის აღნიშვნას, რომელიც კანადაში, მექსიკასა და შეერთებულ შტატებში გაიმართა.

სანახაობას ასევე შეუერთდებიან – მსახიობი, ტომ კრუზი და სტრიმერი, IShowSpeed.

ცნობილი გახდა, რომ წარმოდგენაში მონაწილეობას ჯენიფერ ჰადსონიც მიიღებს, რომელიც აშშ-ს ჰიმნს შეასრულებს.

გარდა ამისა, ტურნირის ისტორიაში პირველად, მუნდიალის დასკვნითი შეხვედრის შესვენებაზე შედგება 11-წუთიანი მუსიკალური შოუ, რომლის ჰედლაინერები: მადონა, შაკირა, ჯასტინ ბიბერი და BTS იქნებიან. მათთან ერთად ტაიმ-აუტზე გამოვლენ Burna Boy, ვენესუელელი დირიჟორი და მევიოლინე, გუსტავო დუდამელი და ბავშვთა გუნდი – PS22 Coldplay-ისთან ერთად.

მუნდიალის ფინალის ტაიმ-აუტზე ჯასტინ ბიბერიც იმღერებს