LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წლის შანაია ტვეინმა უემბლის სტადიონზე საკულტო ჰიტი – Man! I Feel Like A Woman! შეასრულა – ჰარი სტაილზის 12-დღიანი კონცერტების სერია ლონდონში გრანდიოზულად დაიწყო

12 ივნისს, შანაია ტვეინი უემბლის სტადიონზე, ჰარი სტაილზის მსოფლიო ტურნეს – Together, Together მორიგი მასშტაბური კონცერტების სერიის გახსნაზე გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ტვეინი სტაილზის კონცერტებზე 4 ივლისის ჩათვლით იმღერებს, რადგან 60 წლის არტისტი 12-დღიანი რეზიდენციის გამხსნელი შემსრულებელია.

შანაიამ ჰარის შოუს დაწყებამდე არაერთი საკულტო ჰიტი, მათ შორის Man! I Feel Like A Woman! შეასრულა და ათასობით მაყურებელი ააცეკვა.

View this post on Instagram

A post shared by BBC Radio 2 (@bbcradio2)

ჰარი სტაილზის ტურნე სახელწოდებით – Together, Together 16 მაისს დაიწყო და 13 დეკემბრამდე გასტანს. ტურნე მოიცავს ხანგრძლივ და მასშტაბურ გამოსვლებს მსოფლიოს 7 ქალაქში, რომელაგან 10 უკვე გაიმართა ამსტერდამში, რომლის გახსნაზე, რობინი მღეროდა.

ლონდონიდან ჰარი სან-პაულოში, მეხიკოში, ნიუ-იორკში, მელბურნსა და სიდნეიში გადაინაცვლებს. 

სან-პაულოში სპეციალურ სტუმრად, Fcukers წარდგება, მეხიკოში – ჯორჯა სმიტი, ნიუ-იორკში – Jamie xx, მელბურნსა და სიდნეიში კი, Baby J, Fousheé და Skye Newman.

View this post on Instagram

A post shared by Shania Twain (@shaniatwain)

ჰარისა და შანაიას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ტვეინი სტაილსს 2022 წელს, ,,კოაჩელაზე” პერფორმანსისას მოულოდნელად შეუერთდა. მაშინ მათ ერთად სწორედ Man! I Feel Like A Woman! იმღერეს, რაც არ გამორიცხავს სიურპრიზად ამ დუეტის კვლავ ხილვას მიმდინარე კონცერტებზე.