LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პინკმა Tony Awards-ზე შთამბეჭდავი პერფორმანსი გამართა

7 ივნისს, ნიუ-იორკში, Radio City Music Hall-ში, 79-ე Tony Awards გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას, პინკი გაუძღვა.

არტისტმა ბროდვეის წლევანდელ თეატრალურ დაჯილდოებაზე, რომლის წამყვანის ამპლუა პირველად მოირგო, შთამბეჭდავი მუსიკალური ნომერი გამართა.

თავდაპირველად ის სცენაზე პიტერ პენის ფორმაში გამოწყობილი სიმღერით – I’m Flying ჭერიდან დაეშვა. შემდეგ მან იმიჯი შეიცვალა და მისი ჰიტის – Lady Marmalade ბროდვეისეული ვერსიაც შეასრულა.

წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ნილ პატრიკ ჰარისი, Megan Thee Stallion და ლეა მიშელი.

View this post on Instagram

A post shared by CBS (@cbstv)

View this post on Instagram

A post shared by CBS (@cbstv)

ცერემონიის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო 1975 წლის საკულტო მიუზიკლ, „ჩიკაგოს“ პატივსაცემად გამართული საიუბილეო პერფორმანსი, სადაც პინკმა All That Jazz იმღერა.

View this post on Instagram

A post shared by CBS (@cbstv)

მომღერლისთვის ეს საღამო განსაკუთრებული იყო, რადგან ის წითელ ხალიჩაზე ოჯახთან ერთად გამოჩნდა. ამ მნიშვნელოვან მომენტში მის გვერდით იმყოფებოდნენ: დედა, ჯუდიტ მური, მეუღლე, კერი ჰარტი და შვილები – უილოუ და ჯეიმსონი.

პინკს წითელ ხალიჩაზე ბრჭყვიალა შავი კაბა ეცვა, რომელიც ბუმბულებით იყო გაფორმებული.

View this post on Instagram

A post shared by Broadway.com (@broadwaycom)

შეგახსენებთ, რომ „ტონი“ ყველაზე პრესტიჟული ამერიკული პრემიაა თეატრისა და მიუზიკლის სფეროში. იგი ითვლება თეატრალურ სამყაროში ისეთივე მნიშვნელობის ჯილდოდ, როგორიც არის „ოსკარი“ კინოსთვის, „გრემი“ მუსიკისთვის და „ემი“ ტელევიზიისთვის.