LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექს უორენის ახალი ალბომის ანონსში მსახიობი და კომიკოსი, კევინ ჯეიმსი მონაწილეობს

ალექს უორენმა მეორე სტუდიური ალბომი სახელწოდებით – Wildchild დააანონსა. ცნობილი გახდა, რომ დისკი დღის სინათლეს, 28 აგვისტოს იხილავს.

View this post on Instagram

A post shared by Alex Warren (@alexwarren)

ალბომში შევა უკვე გამოშვებული ჰიტები: Fever Dream და Fine Place to Die. ალბომის მომდევნო სინგლი, Passenger 5 ივნისს გამოიცემა.

ალბომი საერთო ჯამში, 13 სიმღერას გააერთიანებს.

ალექს უორენის ახალი სიმღერის კლიპში პერის ჰილტონი მონაწილეობს

აღსანიშნავია, რომ მომღერალმა სიახლე იუმორისტული ვიდეოთი გააზიარა, რომელშიც მსახიობი და კომიკოსი, კევინ ჯეიმსი მონაწილეობს.

View this post on Instagram

A post shared by Alex Warren (@alexwarren)

ცნობისთვის, ალექს უორენის მომავალი მუსიკალური პროექტი 2025 წლის წარმატებულ დებიუტს – You’ll Be Alright, Kid მოჰყვება.