LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონამ Met Gala-ზე ,,წმინდა ანტონის ცდუნება” გააცოცხლა

მადონას გამოჩენა Met Galaზე, სადაც მან რელიგიური სიმბოლიკა და სიურეალისტური ხელოვნება გააერთიანა, ლეგენდარული არტისტის მორიგ ეპატაჟურ ნაბიჯად შეფასდა.

,,პოპის დედოფლის” ლუქზე, რომელიც შთაგონებული იყო სიურეალისტი მხატვრის, ლეონორა კერინგტონის ნახატით — ,,წმინდა ანტონის ცდუნება”, სენ ლორანმა იმუშავა.

აღსანიშნავია, რომ წითელ ხალიჩაზე პერფორმანსისას მუსიკოსმა სწორედ 1945 წლის მხატვრობის ნიმუში გააცოცხლა.

საკულტო ნამუშევრის შესაბამისად, შემსრულებელი ხელში ოქროსფერი საყვრით იყო წარმოდგენილი, ეხურა ქუდი, რომელზეც დამაგრებული იყო გემის მაკეტი. თან ახლდა შვიდი თვალებახვეული დამხმარე, რომელთაც ,,ხომალდიდან” დაშვებული გრძელი, ნაცრისფერი, გამჭვირვალე მოსასხამი ეჭირათ, რაც აფრების იმიტაციას ქმნიდა.

View this post on Instagram

A post shared by The Metropolitan Museum of Art (@metmuseum)

View this post on Instagram

A post shared by BYRDIE (@byrdie)

View this post on Instagram

A post shared by PopCulture (@popculture)

View this post on Instagram

A post shared by People Magazine (@people)