LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანაია ტვეინი ქანთრის მუსიკის აკადემიის დაჯილდოებას წაიყვანს

17 მაისს, ლას-ვეგასში,  ქანთრის მუსიკის აკადემიის 61-ე დაჯილდოება გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ ცერემონიის წამყვანი, შანაია ტვეინი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ტვეინი დაჯილდოების 14-გზის ნომინანტი, 3-გზის გამარჯვებული და პრესტიჟული პრემიის რეციპიენტია.

არტისტის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია ამ ღამის ნაწილი იყოს, განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ წელს ნომინაციებში ქალი არტისტები დომინირებენ.

დაჯილდოების ტოპ ნომინანტი, მეგან მორონია, რომელსაც მირანდა ლამბერტი, ელა ლენგლი და ლეინი უილსონი მოჰყვებიან.

View this post on Instagram

A post shared by Academy of Country Music (ACM) (@acmawards)

ცნობისთვის, შარშანდელი Academy of Country Music Awards, რომელსაც რიბა მაკინტაირი გაუძღვა, ტრიუმფალური ელა ლენგლისთვის აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი გასულ წელს დაჯილდოების ნომინანტთა შორის პირველად მოხვდა, ყველაზე მეტი ნომინაცია მიიღო და ყველაზე მეტ ნომინაციაშიც გაიმარჯვა.