LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

American Idol-ის მომდევნო ტური ტეილორ სვიფტის სიმღერებს დაეთმობა

პოპულარული ამერიკული მუსიკალური პროექტის – American Idol 24-ე სეზონი ფინიშის ხაზს უახლოვდება.

მომდევნო ლაივზე, რომელიც ეთერში 27 აპრილს გავა, დარჩენილი ტოპ 7 ,,კონტესტანტი” ტეილორ სვიფტის ჰიტებს შეასრულებს.

სიახლე განსაკუთრებულია, რადგან შოუს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ცალკეული ეპიზოდი სრულად სვიფტის შემოქმედებას დაეთმობა.

View this post on Instagram

A post shared by American Idol (@americanidol)

გადაცემის მოწვეული მსაჯი იქნება კომიკოსი და სვიფტის თაყვანისმცემელი, ე.წ. Swiftie, ნიკი გლეიზერი, რომელიც გვერდს ჟიურის ამჟამინდელ წევრებს – კერი ანდერვუდს, ლაიონელ რიჩისა და ლუკ ბრაიანს დაუმშვენებს.

View this post on Instagram

A post shared by American Idol (@americanidol)

წესების თანახმად, ამ ტურში მაყურებლის ხმის მიცემით, ტოპ 7-დან ტოპ 5 ფინალისტი გამოვლინდება. American Idol-ის 24-ე სეზონის გრანდიოზული ფინალი, 11 მაისს გაიმართება.