LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაცვიფრებელი სცენა, სპეციალური სტუმრები და ინციდენტები – კანიე უესტის ახალი ალბომის საპრეზენტაციო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

1-ელ აპრილს, ლოს-ანჯელესში, SoFi სტადიონზე, კანიე უესტმა (Ye) ახალი ალბომის – Bully საპრეზენტაციო კონცერტი გამართა. ეს იყო მისი პირველი მასშტაბური გამოსვლა აშშ-ში 2021 წლის შემდეგ.

რეპერი სტადიონის ცენტრში განთავსებულ მასიურ, ნახევარსფეროსებრ კონსტრუქციაზე წარდგა, რომელიც დედამიწის მოდელს წარმოადგენდა.

View this post on Instagram

A post shared by Masha Diachenko (@dychenko)

ჰიპ ჰოპ არტისტმა ღონისძიებაზე ახალი სოლო პროექტის სიმღერები, მათ შორის – Father და King, ასევე კლასიკური ჰიტები შეასრულა.

სცენაზე სპეციალური სტუმრების სტატუსით უესტის ქალიშვილი – ნორსი, ტრევის სკოტი და სხვები გამოჩნდნენ.

აღსანიშნავია, რომ კანიემ გამოსვლა განათების ხარვეზების გამო რამდენჯერმე შეაჩერა, რასაც ,,ქორნი” უწოდა და ტექნიკურ პერსონალს შენიშვნა მისცა.

View this post on Instagram

A post shared by RapTV (@rap)

შეგახსენებთ, რომ კანიე უესტმა მეთორმეტე სტუდიური ალბომი – Bully, 28 მარტს გამოუშვა.

View this post on Instagram

A post shared by Complex Music (@complexmusic)