LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია იმბრულია რიკი მარტინის კონცერტის სპეციალური სტუმარი იქნება

რუსთავში ჩანიშნულ რიკი მარტინის კონცერტთან დაკავშირებით, სიახლე დაანონსდა.

ცნობილი გახდა, რომ მარტინის პერფორმანსს სპეციალური სტუმრის სტატუსით, ავსტრალიელი მომღერალი – ნატალია იმბრულია შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ არტისტმა თავად დაადასტურა ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში და აღნიშნა, რომ ძალიან უხარია საქართველოში პირველად სტუმრობა. რუსთავის გარდა, ის რიკი მარტინთან ერთად 18 ივლისს ყაზახეთში, ალმათიშიც გამოვა. 

View this post on Instagram

A post shared by natalie_imbruglia (@natalie_imbruglia)

იმბრულია პოპულარული 1997 წელს გამოუშვებული სადებიუტო სინგლით – Torn გახდა, რომელიც გლობალურ ჰიტად იქცა.

შეგახსენებთ, რომ რიკი მარტინის კონცერტი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, 16 ივლისს გაიმართება.

რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება