LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spotify-იმ 2026 წლის ზაფხულის მთავარი ჰიტები დაასახელა – სეზონს არიანა გრანდე ლიდერობდა

Spotify-იმ 2026 წლის ზაფხული შეაჯამა და სეზონის ჰიტები გამოავლინა.

მუსიკალურმა სტრიმინგ-გიგანტმა რეიტინგი მოსმენების სტატისტიკის, კულტურული გავლენისა და ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიხედვით შეადგინა.

სეზონის მთავარ გლობალურ ჰიტად, არიანა გრანდეს hate that i made you love me აღიარეს. აღმოჩნდა, რომ პლატფორმის მომხმარებლები ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად სწორედ ამ ტრეკს უსმენდნენ.

გამოშვებისთანავე, 29 მაისს, დაიკავა პირველი ადგილი გლობალურ ჩარტში, სადაც ლიდერობა 22 დღის განმავლობაში შეინარჩუნა.მთელი ზაფხულის განმავლობაში, 89 დღე გაატარა გლობალურ ტოპ-ათეულში. ამ ჰიტის დამსახურებით, არიანამ აგვისტოში მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია და 100 მილიონ ყოველთვიურ მსმენელს გადააჭარბა.

ხუთეულში ასევე გვხვდება: შაკირასა და Burna Boy-ის ერთობლივი გლობალური ჰიტი – Dai Dai, რომელმაც ზაფხულის საცეკვაო მუსიკაში წამყვანი ადგილი დაიკავა, ელა ლენგლის ტრეკი Choosin’ Texas, რომელიც სეზონის ნამდვილ მუსიკალურ კლასიკად იქცა, სემ ფენდერისა და ოლივია დინის დუეტი – Rein Me In და Yung Miami-ის ენერგიული სინგლი – Spend Dat, რომელმაც ღამის წვეულებები დაიპყრო.

View this post on Instagram

A post shared by This Is Spotify (@thisisspotify)

Spotify-ის წარმომადგენლების განცხადებით, წლევანდელი სეზონი ჟანრობრივი ეკლექტიკურობით გამოირჩეოდა, რაც მსმენელების მრავალფეროვან ინტერესებზე მიუთითებს. ხუთეულში შესული სიმღერების მოსმენა უკვე შესაძლებელია სპეციალურ Spotify Songs of Summer 2026 ოფიციალურ ფლეილისტში, სადაც სულ 30 სეზონური ტრეკია თავმოყრილი.