LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიჯი ჰადიდის ბრენდის ახალ კამპანიაში მისი უმცროსი და, ბელა მონაწილეობს

ჯიჯი ჰადიდმა საკუთარი ბრენდის, Guest In Residence ახალი კამპანიისთვის – Guest in the West უმცროსი და, ბელა ჰადიდი მიიწვია. ვესტერნის სტილისტიკით შთაგონებული ფოტოსესია კლარა ბალზარიმ ვაიომინგის ერთ-ერთ რანჩოზე გადაიღო.

კამპანია განსაკუთრებულია იმით, რომ ტრიკოტაჟისა და ქაშმირის ნაწარმით ცნობილი ბრენდი, ამჯერად ჯინსის პირველ ხაზს წარადგენს.

სარეკლამო ვიდეოებსა და ფოტოებში დები ჰადიდები კოვბოის ქუდებში, ჩექმებსა და ბრენდის ახალ სამოსში არიან გამოწყობილები და ერთგვარ დასავლურ დუელს აცოცხლებენ, რაც ხაზს უსვამს მათ რეალურ გატაცებას — ცხენოსნობასა და ფერმერულ ცხოვრებას.

ჯიჯი ჰადიდის განცხადებით, ბელას კამპანიაში ჩართვა ბრენდისთვის ბუნებრივი ნაბიჯი იყო, რადგან „დასავლური სული“ მათი ოჯახური იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

View this post on Instagram

A post shared by GUEST IN RESIDENCE (@guestinresidence)

View this post on Instagram

A post shared by Gigi Hadid (@gigihadid)

View this post on Instagram

A post shared by GUEST IN RESIDENCE (@guestinresidence)