LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Voice ახალი, 30-ე სეზონით ბრუნდება – მწვრთნელების ვინაობა ცნობილია

პოპულარული ამერიკული მუსიკალური მეგა-შოუ, The Voice NBC-ზე ახალი, 30 სეზონით, 21 სექტემბრიდან დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი წინა სეზონის ექსპერიმენტული სამკაციანი პანელის შემდეგ, ტრადიციულ, ოთხმწვრთნელიან ფორმატს უბრუნდება.

ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა წითელ სავარძლებში — ერთმანეთს ვეტერანები და ახალბედები დაუპირისპირდებიან.

ამ სეზონში პროექტს უბრუნდებიან ძველი მწვრთნელები — ადამ ლევინი და კელი კლარკსონი, რომლებსაც წარსულში 4–4 გამარჯვება აქვთ მოპოვებული.

მწვრთნელის სავარძლებს პირველად იკავებენ ქუინ ლატიფა და რაილი გრინი.

შოუს კვლავ კარსონ დეილი გაუძღვება.

View this post on Instagram

A post shared by NBC's The Voice (@nbcthevoice)

წელს გამარჯვებულს, ფულადი პრიზისა და ხმისჩამწერ სტუდიასთან კონტრაქტის გარდა, უპრეცედენტო შანსი ეძლევა. შოუს პროდიუსერების, Live Nation Studios-ისა და Governors Ball-ის კოლაბორაციით, საიუბილეო სეზონის გამარჯვებული მიიღებს ოფიციალურ უფლებას, მომავალ წელს საკუთარი სოლო შოუთი წარდგეს გრანდიოზულ მუსიკალურ ფესტივალზე – Governors Ball. საგულისხმოა, რომ ახალბედა არტისტისთვის, ეს უდიდესი პლატფორმაა.