LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცენტრის ცნობით, გამოსაცდელებს უკვე შეუძლიათ ნახონ ოთხივე ნაწილის – წაკითხულის გააზრების, ანალიტიკური წერის, ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის პირველადი შედეგები.

„საკუთარი შედეგის გასაგებად მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.  მნიშვნელოვანია: საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი ტესტის ოთხი ნაწილიდან მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს ნებისმიერ სამ ნაწილში გადალახავს. თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გზამკვლევის ცხრილებში.

გამოცდის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება  21 აგვისტოს 18:00 საათამდე. დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და „ფეისბუკ“ გვერდებზე გამოქვეყნდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.