LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე გეუბნებით, რომ ის იყო სრულწლოვანი როცა ბავშვი გააჩინა… არ გაუუპატიურებია, არ უძალადია და მსგავსი რამ არ მომხდარა…“ – რას ამბობს ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანის საქმეზე

თამუნა მუსერიძის გადაცემა „ვეძებ“ ამჯერად ნატა ვიბლიანის საქმეზე, ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებსის დამცველ, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილთან ინტერვიუს გვთავაზობს.

ახალი ეპიზოდი ეთერში კვირას 21:00 გავა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: გაუპატიურებას ან სექსუალურ კავშირს ნატა ვიბლიანთან თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს თუ არა, ადვოკატმა უპასუხა:

„არ გაუუპატიურებია, არ უძალადია და მსგავსი რამ არ მომხდარა…“

კითხვზე, რომც არ ეძალადა, ხომ არასრულწლოვანთან ჰქონდა სექსუალური კავშირი, კუბლაშვილი ამბობს, რომ ასაკი დაუდგენელია.

კუბლაშვილი გადაცემის ანონსში ამბობს:

„სექსუალურ დანაშაულებს ვერ ეყოლებათ მოწმეები…

საქმის მსალები ვერ მექნება ნანახი…

მე გეუბნებით, რომ ის იყო სრულწლოვანი, როდესაც ბავშვი გააჩინა…“ – ამბობს კუბლაშვილი.

ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქ­მეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა და­წყე­ბუ­ლი. ნატა ვიბ­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ 90-იან წლებ­ში, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას სის­ტე­მა­ტუ­რად აუ­პა­ტი­უ­რებ­და თა­ნა­სოფ­ლე­ლი, სრულ­წლო­ვა­ნი კაცი. ამ კა­ცის გარ­და, ნატა ვიბ­ლი­ა­ნი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალს კი­დევ სამ თა­ნა­სოფ­ლელს სდებს.