LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეთ“ – გივიკო დიდია საყვარელი ბებიის შესახებ

ბლოგერი და მომღერალი გივიკო დიდია, რომელიც სოციალურ ქსელში გურიიდან ბებიასთან ერთად გადაღებული საინტერესო, საყვარელი და ემოციური ვიდეოებით გახდა ცნობილი, თავის გამომწერებს ბებიის ფოტოს უზიარებს.

„დიდხანს უნდა გვყავდე, სითბო და სიყვარული არ მოგაკლდება, ნენა…“ – ყველაზე ცნობილი გურული ბებია იუბილარია – გივიკო დიდიას მილოცვა

„ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეთ“ – წერს ბლოგერი სოციალურ ქსელში.

ბლოგერის გამომწერები ბებიისა და შვილიშვილის განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ წერენ და უსაყვარლეს ქალბატონს ჯანმრთელობას უსურვებენ.

„ნამდვილად ჯანმრთელად და დიდხანს უნდა აცოცხლოს უფალმა. საყვარელია ქალბატონი ნათელა… უფალმა მრავალი ბედნიერი წელი შეგმართოთ… სიხარული და სიმშვიდე ჰქონდეს მას და მის ოჯახს…“ – წერენ კომენტარებში.