LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, ძლიერი ქარი, ზღვაზე ღელვა და ტემპერატურის მკვეთრი კლება – როგორი ამინდი იქნება დღეიდან საქართველოში?  

დღეიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.