ცნობილია როგორი იქნება ქრისტეს გიგანტური ქანდაკება, რომელიც სომხეთში, ატისის მთაზე დაიდგმება. ანიმაციური ვიდეო რგოლი, ქანდაკების აღმართვის ინიციატორმა, სომხეთის პარტია “აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარისა და ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის ფონდმა გამოაქვეყნა.
წარუკიანის ინიციატივით ქრისტეს ქანდაკება 33 მეტრი სიმაღლის იქნება [ქრისტეს ასაკის შესაბამისი], ხოლო პოსტამენტის სიმაღლე – 65 ან 77 მეტრი.
სომხური მედია წერს, რომ სომხეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელში ნანახი ქანდაკებით აღფრთოვანებულები არიან.
“ასე შევძლებთ, მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ვართ პირველი ქრისტიანული ერი დედამიწაზე. ეს ქანდაკება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დამცველი უნდა გახდეს”, – ასე წარმოადგინა წარუკიანმა საკუთარი მეგაპროექტი რამდენიმე თვის წინ.
იხილეთ ვიდეო:
