LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ჩასაქრობად ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შესაბამისი ძალები მონაწილეობენ.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.