ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში 35 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკება უძღოდა.
ერთ-ერთი ბრალდებულის დედა შემთხვევის შესახებ ჰყვება.
“ფაქტს რომ შევხედე, არ მინდა ასეთი შვილი მყავდეს, არ გამიზრდია ასეთი. სულ ერთად იყვნენ. დამირეკეს, სამსახურიდან მოვდიოდი, ჩხუბობენო, რომ ამოვედი, გზად პატრულიც შემხვდა, მოჩხუბარი ბავშვები ასე როგორ მიატოვა. მოვკიდებდი რომელიმეს ხელს, ხომ შეხედა ნასვამი რომ იყვნენ, წავიყვანდი, დავამშვიდებდი და აღარ მოხდებოდა ასეთი საცოდაობა. იყო პატრული გამოძახებული და წავიდნენ მერე, ეს ბავშვები დააშვიდეს, ჩვენ შევრიგდითო და დაუტოვებიათ“, – ამბობს დაკავებული 18 წლის ბიჭის დედა.
ერთ-ერთი ადგილობრივი კი ამბობს, რომ 18 წლის ბრალდებული სწორედ დედამ ჩააბარა პოლიციას.
„ერთი გუშინ დაიჭირეს, ერთი დედამ ჩააბარა წაიყვანა იმ წუთშივე პოლიციაში. მოვკლავ ჩემს შვილს და მეც ჩავჯდები ციხეშიო“, – სოფელში მცხოვრები ქალი.
