მწერალი გურამ მეგრელიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო ეპიზოდს იხსენებს, რა დროსაც ქართველ ფეხბურთელს გვარის შეცვლა ურჩიეს.
“ხვიჩა კვარაცხელიას გვარის შეცვლა ჯერ კიდევ რუბინში თამაშისას ურჩიეს. ნამეტანი რთული გვარია და მაღალ დონეზე რომ ითამაშო, კომენტატორები ვერ გამოთქვამენო.
მსგავსი პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოში კარიმ აბდულ ჯაბარი ბრუნი გახდა (ამერიკული ფეხბურთი), ედისონ არანტეს დო ნასიმენტომ საყვარელი მეკარის ბელეს საპატივცემულოდ პელე დაირქვა, სოლ კემპბელს სულზერ ჯერიამ კემპბელი ერქვა, ჩელსის ლეგენდას კი, სურინამიდან რომ გადავიდა პორტუგალიაში, ისეთი სახელი და გვარი ჰქონდა, ვერ გამოთქვა ვერავინ და ის დაარქვეს, რითიც ახლაა ცნობილი.
მოკლედ ხვიჩა კვარაცხელიაში ბევრი ქართული ასოთშეთანხმებაა და მაისურზე რამე მოკლე და მარტივის დაწერას ურჩევდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მე თუ მაგრად ვითამაშებ, სახელსაც ისწავლიან, გვარსაც და ჩემი მშობლიური წალენჯიხის გამოთქმასაც შეძლებენო.
– ჩალენდჟიხა? – ჰკითხა “კეთილმოსურნემ”.
– წალენჯიხა!
– ტსალენდჟიხა?
– წალენჯიხა!
– ცალენჯიკხა?
– წალენჯიხა, წალენჯიხა. ნელ, ნელა სწავლობ!
დარჩეს ლეგენდად ეს ამბავიც”, – წერს გურამ მეგრელიშვილი.
