LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტემპერატურა 40-33 გარდუსი იქნება, ქარი 29 აგვისტოს შემდეგ შესუსტდება” – როგორია სინოპტიკოსების პროგნოზი

ქარიანი ამინდი 29 აგვისტომდე გაგრძელდება, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსი მზიური მამარდაშვილი აცხადებს. სინოპტიკოსის პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში 40 გრადუსამდე, თბილისში კი 33 გრადუსამდე იქნება.

“როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად ცხელი და უნალექო ამინდები. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, გომბორი-სურამის მონაკვეთზე, მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონშიც მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც.

უფრო მეტად, დასავლეთ საქართველოს დაბლობებში ველოდებით, 40 გრადუსამდე ტემპერატურას. დედაქალაქში უნალექო ამინდი და ტემპერატურა 33 გრადუსამდე იქნება. ქარის სიძლიერე მთიან რაიონებში ხანძრის გაჩენის რისკს ზრდის, თვის ბოლომდე გრძელდება უმეტესად უნალექო ამინდები, მაგრამ ქარი 29 აგვისტოს შემდეგ შესუსტდება”, – მზიური მამარდაშვილი “იმედთან” საუბრისას.