LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მგონი, ოპოზიცია სწორ რელსებთან ახლოსაც კი არ არის და საერთოდ, რელსების გარეშე მოძრაობს, რის გამოც სჭირს ის, რაც სჭირს” – იაგო ხვიჩია დაანონსებულ აქციებზე

მგონი, ოპოზიცია სწორ რელსებთან ახლოსაც კი არ არის და საერთოდ, რელსების გარეშე მოძრაობს, რის გამოც სჭირს ის, რაც სჭირს, არ შეიძლება რელსების ნაცვლად მიწაზე სიარული, – ასე ეხმაურება „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია დაანონსებულ საპროტესტო აქციებს.

„ზაფხულში საპროტესტო აქციებს ის მიზანი ჰქონდა, რომ ეს პროტესტი რაღაცნაირად დაეშალათ. შემოდგომაზეც ასეთი მიზანი რომ არ იყოს, საბოლოო ჯამში ასე გამოვა. პატარა პარტიების გააქტიურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას საეჭვოდ დაემთხვა. როგორც კი, მიხეილ სააკაშვილმა ამ თვალსაზრისით უკან დაიხია, ამ ხალხმაც უკან დაიხია და ნაკლებად რადიკალურები არიან, თუმცა აგვისტოში დაიბევეს რადიკალური ოპოზიციონერის ადგილი, რაც აგვისტოსთვის ცოტა არ არის“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.