LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოკუპანტები პანიკაში არიან” – ხერსონის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ქალაქი კისელივკა გაათავისუფლეს

ხერსონის საკრებულოს თავმჯდომარის ოლექსანდრ სამოილენკოს განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ქალაქი კისელივკა გაათავისუფლეს.

„ოკუპანტები პანიკაში არიან, ადგილობრივი მოსახლეობა კი მოლოდინის მდგომარეობაშია”, – განუცხადა სამოილენკომ უკრაინულ მედიას.

ხერსონის საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარი უკრაინის თავდაცვის უწყებას არ დაუდასტურებია.

ცნობისთვის, კისელივკა ხერსონის აეროპორტიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს, რომელიც რუსული ძალების სამეთაურო პუნქტად და ბაზად გამოიყენებოდა.