საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ილია მეორესთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
“დღეს საღამოს ვესტუმრე კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს!”, – წერს ღარიბაშვილი.
