LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 გარდაცვლილი, 478 ახალი შემთხვევა, 211 გამოჯანმრთელებული: კორონავირუსი საქართველოში

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული.

ამავე გვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელდა კიდევ 211 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 538-ია.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 91-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1393-ს შეადგენს.