შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული – ხ.ხ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თანასოფლელი – 1984 წელს დაბადებული ი.ხ.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შემთხვევიდან მალევე დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
