LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორი თვითიზოლაციაში გადავიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს გებრეიესუსი თვითიზოლაციაში გადავიდა.  ამის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა. ის ასევე წერს, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება თავს კარგად გრძნობს, თუმცა პროტოკოლის მიხედვით რჩება შინ.

“კონტაქტი მქონდა პირთან, რომელსაც დაუდასტურდა COVID-19. თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები არ მაქვს, თუმცა რამდენიმე დღის განმავლონაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის თანახმად, კარანტინში ვიქნები და ვიმუშავებ სახლიდან”, – წერს “ტვიტერზე” გებრეიესუსი.