LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასწავლეთ როგორ ვარჩინოთ ოჯახი 200 ლარად: აქცია ბათუმში

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ბათუმში, სადაც საბანკო ვალდებულებების მქონე პირები სესხების გადავადებას, პროცენტის ჩამოწერას, სახელმწიფო კომპენსაციის გადახდის ვადის გაგრძელებას, ქირით მცხოვრებთა დახმარებას, ბავშვების სკოლებსა და ბაღებში დაბრუნებას, სტატუსწართმეული სტუდენეტებისთვის სტატუსის აღდგენას, საზღვრების გახსნას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვენ.

“გვასწავლეთ როგორ ვარჩინოთ ოჯახი 200 ლარად” – ამ ლოზუნგით ის მოქალაქეები მართავენ აქციას, ვინც პანდემიის პირობებში სამუშაო ადგილები დაკარგეს, მთავრობამ კი დახმარების სახით 200 ლარი, ერთჯერადად გადაუხადა.

შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები მთავრობისგან რადიკალურ და დაუყონებლივ ნაბიჯებს ითხოვენ. აქციაზე სამარშრუტო მიკროავტობისების მძღოლები, სარიტუალო დარბაზებისა და კაფე-რესტორნების თანამშრომლები, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.