LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

549 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვლილი: კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა  9 245-მდე გაიზარდა. 

ბოლო მონაცემებით 268 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 4887​-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 58​-ს შეადგენს.

ამავე გვერდის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.