თბილისის მერიის წინ აქცია გაიმართა, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივით სესხების დარეგულირების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიემართათ.
ადგილზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 4 პირი.
რამდენიმე წუთის წინ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და დაწერა, რომ აქციაზე დაკავებული არიან ახალგაზრდები.

ინფორმაციას დაკავებაზე “ფორტუნასთან” ადასტურებს შსს. უწყების ცნობით, აქციის 4 მონაწილე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულსხმობს.
