საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 8 696 შემთხვევაა დადასტურებული. ამავე გვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელდა კიდევ 375 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4 619-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა 52-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.
