LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 298 დაინფიცირდა

განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობამ  5 552 მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე გავრცელდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში არ შეცვლილა და ის ისევ​ 1906-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 650 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.