LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი იყო საბურთალოზე 14-სართულიან კორპუსში

ხანძარი იყო საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩაზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ცეცხლი 14 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე, ერთ-ერთ აივანზე, გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა.

ცენტრის ცნობით, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

ხანძარს ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.