LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი არ არსებობდნენ, მაგრამ…”

პოლიტიკური პარტია “გიჩი” ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის დღევანდელ განცხადებას არჩევნების გზით უმრავლესობაში მოსვლასთან დაკავშირებით. განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ფეისბუქ გვერდზე დაწერა და განმარტა, რომ ქვეყანა მიხეილ სააკაშვილის გარეშე არსებობდა და მის შემდეგაც არ “გაქრება.”

“15%-იანი რეიტინგის პარტიის ლიდერი რომ იძახის, ერთპარტიული მმართველობა უნდა იყოს, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა მოიგოს, თორემ ქვეყანა დაიღუპება, დიდი ბოდიში და ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი არ არსებობდნენ და აქ, ამ ტერიტორიაზე ქართველები, ბოდიში და, ვატრაკებდით. და კიდე დიდხანს გავატრაკებთ და არ გადავშენდებით და არ გავქრებით.”

“ერთიანი სიის ფორმირება არ გამოვიდა, ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძოლებს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯაფარიძის განმარტებით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ადრინდელი განცხადებები უფრო მნიშვნელოვანი იყო. მისივე თქმით, ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის შესახებ განცხადება ჰგავს მიშას მხრიდან უკან დახევას.

“გუშინდელი განცხადება უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე დღევანდელი. დღევანდელი უკან დახევას ჰგავდა. ერთპარტული მმართველობის დაბრუნება უნდა, რაც პრინციპულად არის აცდენილი ქართულ საზოგადოებაში არსებულ აზრს. გონია რომ ეს არის ბრძოლა მიშასა და ბიძინას შორის. შეურაცხოფა მოგვაყენა “პარტუკა” გვიწოდა. ოპოზიციური პარტიები არ ლაპარაკობენ რეალობაზე, რომ მიშა პოლიტიკური არსებაა მას უნდა ძალაუფლება, ბევრი ძალაუფლება. ეს არ გამოუვა რაც არ უნდა სცადოს. ზოგადად პოლიტიკოს რომ ლიდერობა უნდოდეს ეს პრობლემა არ არის, ამბიციები და არასამართლიანი გზებით ამის მოპოვება ეს არის დაუშვებელი” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.